სალონიკში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U15) საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით თემურ ხვედელიძემ და ზურაბ იოსელიანმა (96 კგ.) იასპარეზეს.
თემურ ხვედელიძემ ატაცში თავი 114 / 121 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონობაც გახდა.
ძალოსანმა აკვრაში 141 / 147 / 152 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა და ჩემპიონობა იზეიმა. ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 273 კილოგრამითაც.
ზურაბ იოსელიანმა კი ატაცში 104 / 108 / 113 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 123 / 130 / 135 კილოგრამითაც მე – 4საფეხური დაიკავა, იგივე ადგილი ერგო ორჭიდში მოგროვილი 248 კილოგრამითაც. იოსელიანმა ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში მნიშვნელოვან ქულები შემატა.