გემო ფესტი ქუთაისში დაბრუნდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი იმერეთში იმართება. ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყო.
ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.
ფესტივალში იმერეთიდან 20-ზე მეტი მეწარმე და მზარეული მონაწილეობს.
გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტი.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.