სეგედში (უნგრეთი) კანოე-კაიაკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. წარმატებას მიაღწია ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა, ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა ზაზა ნადირაძემ.
ნადირაძემ 200 მეტრზე კანოეთი (C1) საკვალიფიკაციო გაცურვას 39.850 წამი მოანდომა, რამაც მას ავტომატურად ფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.
ნადირაძემ ფინიშის ხაზი მესამე შედეგით – 38.898 წამში გადაკვეთა და ევროპის ჩემპიონატების ჯილდოებს მეორე ბრინჯაოს მედალი შემატა.