იოანე ზოსიმეს მიერ შექმნილი ხელნაწერი, რომელიც მის მიერვე არის აკინძული, საქართველოში ბრუნდება.
კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა პალიმფსესტი, Codex Sinaiticus Rescriptus, შედგენილი არამეულ და ქართულ ენებზე, რომლის ქვედა ფენა დათარიღებულია მე-5 – მე-7 საუკუნეებით, ხოლო გვიანდელი ფენა თარიღდება 979 წლით და შესრულებულია იოანე ზოსიმეს მიერ.
წმინდა ხელნაწერი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქრისტიანულ საგანძურში, ოქროს ფონდში, როგორც იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.