თბილისში ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

21-23 ივნისს, თბილისში, ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ბრუნდება.

სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს.

წელს ფესტივალში 100-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი მომხსენებელი მონაწილეობს.

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა და ყოველწლიურად სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს, რომლებიც  შთამაგონებელ საინტერესო ამბებს და გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გვიზიარებენ.