ქართველი პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული ევროპის ვიცეჩემპიონია

ესპანეთში პარამსროლელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 10 მეტრზე პნევმატიკური თოფიდან სროლაში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა ლადო ჭინჭარაული. ქართველმა პარასპორტსმენმა 251.5 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ტურნირის ჩემპიონი სერბი, ბრინჯაოს მედლის  მფლობელი კი ფრანგი პარამსროლელი გახდა.