საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შეემატა – ბექა ზარანდიამ ამ ფონდს კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსის – „25 თებერვალი“- ხელნაწერი გადასცა საჩუქრად.
ხელნაწერი, შესწავლის, დამუშავებისა და რესტავრირების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში შეინახება.
ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ბექა ზარანდიას საჩუქრისთვის“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.