ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ამპუტანტ ფეხბურთელთა საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის გათამაშება – EURO 2024-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 1-9 ივნისს, საფრანგეთში, ქ. ევიენში ჩატარდება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები „B“ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც, ქართველ ფეხბურთელებს, ინგლისის, იტალიისა და ჰოლანდიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ ორთაბრძოლა.
ინფორმაციისთვის,საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების 16 წევრიდან, 6 ომის ვეტერანი გახლავთ; ამასთან, ქართველ სპორტსმენთა გუნდში, 12 შშმ პირია.