პოლონეთის ქალაქ პოზნანში კანოესა და კაიაკში მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 41,92 წამში დაფარა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შეჯიბრებაზე ქართველმა ნიჩბოსანმა ბადრი ყაველაშვილმა ერთადგილიანი კაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 36.60 წამში დაფარა და მესამე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი უკრაინელ, ვერცხლი კი პოლონელ სპორტსმენებს ერგოთ.
ორი მოპოვებული მედლით გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილი დაიკავა.