ბუდაპეშტი მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ბაფთით ვარჯიშში იუნიორებს შორის მესამე ადგილი დაიკავა ქართველმა ტანმოვარჯიშე ბარბარე ქაჯაიამ, რომელმაც ფინალში 29 000 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბაფთით ვარჯიშში ჩემპიონი – რუმინელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ბულგარელი ტანმოვარჯიშე გახდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ბარბარე ქაჯაია იუნიორებს შორის პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს კონტინენტის პირველობაზე მედალი მოუტანა.