ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც პარიზის პარალიმპიადის შემაჯამებელი ტურნირია, საქართველოს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ირმა ხეცურიანმა კი ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება ასევე ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო.
დღეს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით ფარიკაობაში შეეცდებიან.