საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Imex Frankfurt 2024 მიიღო მონაწილეობა.
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. Imex Frankfurt 2024-ზე ბიუროს წევრი 10 კომპანია და აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, საქმიანი ტურიზმის მიმართულების, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ასევე წევრმა კომპანიებმა მოლაპარაკებები გამართეს 50 საერთაშორისო კომპანიასთან და ასოციაციასთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით.
Imex Frankfurt 2024-ზე მონაწილეობის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მსხვილი კონფერენციების, კონგრესებისა და ღონისძიებების მოზიდვა.