კომაროვის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს

სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2024), რომელიც ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში გაიმართა 3 მედალი მოიპოვეს.

🔹დავით კლდიაშვილი – ოქროს მედალი;

🔹ლუკა წულაია – ვერცხლის მედალი;

🔹გიორგი კეკენაძე – ბრინჯაოს მედალი.

საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი გახლდათ:

გუნდის ლიდერი – ლუკა მაჭარაშვილი. წევრები: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, რატი რატიანი, მირზა შანიძე, ლუკა წულაია.

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (137 მოსწავლე) მონაწილეობდა.