დოკუმენტური კინოს ასოციაციის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი მარიამ ჭაჭია ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა.
აკადემიას ასევე შეუერთდა რეჟისორი ლევან ლომჯარია.
ევროპული კინოაკადემია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 5000-მდე წევრს აკავშირებს ერთმანეთთან. მათი მთავარი მიზანი ევროპული კინოს პოპულარიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებაა.
კინოაკადემია 1988 წელს, შვედმა რეჟისორმა ინგმარ ბერგმანმა დააარსა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოორგანიზაციაა. აკადემიას სხვადასხვა დროს სფეროს ცნობილი წარმოადგენლები ხელმძღვანელობდნენ, 2024 წლიდან კი მისი პრეზიდენტი ფრანგი მსახიობი ჯულიეტ ბინოშია.