7-9 ივნისს საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია” უკვე მეთექვსმეტედ უმასპინძლებს მეღვინეებს, დარგის ექსპერტებს, თრეიდერებს, სასტუმროების, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, საერთაშორისო მედიასა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს!
ქართველ მწარმოებლებთან ერთად აქ შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მომწოდებელ კომპანიებსაც.
ღონისძიების ფარგლებში კვლავ გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, რომელიც მიზნად ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავს.
გამოფენის პარალელურად ტრადიციულად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსიც, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.