ბრატისლავაში მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებმაც 193 მედალი მოიპოვეს.
საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ოქროს, ცხრა ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
23 წლამდე მკლავჭიდელთა ნაკრების ანგარიშზე რვა ოქროს, ათი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
18 წლამდე მკლავჭიდელთა ნაკრები 12 ოქროს, სამ ვერცხლისა და ორ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
15 წლამდე მკლავჭიდელთა ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
საქართველოს ქალ მკლავჭიდელთა ნაკრები ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
23 წლამდე მკლავჭიდელ გოგონათა ნაკრებს ორი ოქროს მედალი ერგო.
15 წლამდე მკლავჭიდელ გოგონათა ნაკრებმა ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრები 38 ოქროს, 32 ვერცხლისა და 17 ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს პარამკლავჭიდელ ქალთა ნაკრებმა ხუთი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვაჟ პარამკლავჭიდელთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე რვა ოქროსა და ხუთი ვერცხლის მედალია.
პარამკლავჭიდელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ოთხი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.