თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის დასმა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე “International Blacksea Theatre Festival”, წარმოადგინა სპექტაკლი “ზვავი” – თურქი დრამატურგის – თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის მიხედვით, სპექტაკლი „ზვავი“ ახმეტელის თეატრში კოპროდუქციის შედეგად აზერბაიჯანელმა რეჟისორმა – ირადა გოზალოვამ 2019 წელს განახორციელა.
“ზვავი“ წარმატებით იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე. ავტორი ამ პიესით ეხმიანება ისეთ აქტუალურ და მუდმივად მტკივნეულ საკითხს, როგორიცაა დანერგილი შიში ადამიანებს შორის და რა ხდება მაშინ, როდესაც წესები ირღვევა და ვხვდებით რომ ცვლილებების დროა? ხმას ვიღებთ! მთელი სამყაროს გასაგონად ვიღებთ ხმას და ვემზადებით ცვლილებებისთვის, რომელიც განპირობებულია თავისუფლების მოპოვების სურვილით.