პარაწოლჭიმში ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში და სამი მისვლის ჯამში 236კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე ტურნირზე, გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ.) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 229კგ. ასწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
პარაწოლჭიმში, მსოფლიო თასის გათამაშებაზე, წარმატებულად იასპარეზა მაკა კვინჩიამ. ჩვენმა პარაძალოსანმა 73კგ.-მდე წონით კატეგორიაში, როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში, ასევე სამი ცდის ჯამში 92-95-100კგ. დაძლია, სულ 287კგ. დააგროვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.