ხმა მიეცი საქართველოს ევროვიზიის ფინალში!

დღეს 23:00-ზე, ევროვიზია 2024-ის ფინალში, ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე 24-ე ნომრად წარდგება.

საქართველოსთან ერთად კიდევ 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს: შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

შეგახსენებთ, რომ https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა გრძელდება 11 მაისის 23:00-მდე. საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია ფინალისტი ქვეყნები.

ფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას, ჩვეულებისამებრ, 11 მაისს კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ.

ნუცა ბუზალაძე