სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 9-12 მაისს ევროპის ჩემპიონატი იმართება სამბოში. ჩემპიონატში ევროპის 30 ქვეყნის 700 -მდე სამბისტი მონაწილეობს. დიდი კონკურენციის მიუხედავად ტურნირის პირველივე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა ოთხ წონით კატეგორიაში აიღეს 2 ბრინჯაოს 1 ვერცხლისა და 1 ოქროს მედლები.
ოქროს მედალი 🥇 98 კგ წონით კატეგორიაში დავით ლორიაშვილი.
ვერცხლის მედალი 🥈 79 კგ წონით კატეგორიაში ლუკა წიქვაძე.
ბრინჯაოს მედალი🥉 72 კგ კატეგორიაში ნინო ოძელაშვილი.
ბრინჯაოს მედალი 🥉 +80 კგ კატეგორიაში ელენე ქებაძე.
ჩვენმა სამბისტებმა, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მეორე დღესაც გვასახელეს და მოიპოვეს მედლები შემდეგ კატეგორიებში.
ოქროს მედალი 🥇 88 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა უშანგი მარგიანმა.
ბრინჯაოს მედალი🥉 71 კგ კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ.