ისტორიაში პირველად საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში ასპარეზობს. ქართველმა ხელბურთელებმა პირველ შეხვედრაში ავსტრიელებს „თბილისის არენაზე“ უმასპინძლეს და დაძაბული მატჩი ანგარიშით 25:27 დათმეს. საპასუხო შეხვედრა 12 მაისს ვენაში გაიმართება და ორი მატჩის შედეგებით გამარჯვებული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე იასპარეზებს.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეიოფში თამაშის უფლება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ მოიპოვა.