ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს აღინიშნება დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატისა, წოდებული “წყარო ცხოვრებისად” (“ცხოველსმყოფელი წყარო”).
ეს გელათის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის “წყარო ცხოვრების” სახელობის ტაძარია. ტაძრის აგების თარიღი უცნობია.
შეკეთდა 1903 წელს, იმერეთის ეპისკოპოსის (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდეს (ოქროპირიძე, იმერეთის ეპარქიას მართავდა 1900-1908 წლებში) მღვდელმთავრობისას და გელათის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სერაპიონის (ახვლედიანი; გელათის მონასტერს წინამძღვრობდა 1875-1904 წლებში) მოღვაწეობისას.