არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე 30-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ATM Dubai-2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენების სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ ადგილებს, სამთო, საზღვაო კურორტებს და დაცულ ტერიტორიებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის, გერმანული როკის ლეგენდას Scorpions-ისა და ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტებზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა. კამპანია “სთარინგ ჯორჯიას” ფარგლებში კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება.
Arabian Travel Market-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო პირებთან ერთად, საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდის მომზადება, მოლაპარაკებებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან.
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. გამოფენაზე 150-ზე მეტი ქვეყნიდან 2300 კომპანია და ტურისტული ორგანიზაცია წარმოდგენილი.