დღეს 23:00-ზე პირველი არხის ეთერში უგულშემატკივრე საქართველოს ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალზე – დღეს ნუცა ბუზალაძე მაყურებლის წინაშე მე-11 ნომრად წარდგება
საქართველოსთან ერთად დღეს იმღერებენ: საბერძნეთის, მალტას, ნიდერლანდების, შვეიცარიის, ისრაელის, სომხეთის, ნორვეგიის, ბელგიის, ავსტრიის, ესტონეთის, დანიის, სანმარინოს, ალბანეთის, ჩეხეთის და ლატვიის წარმომადგენლები
შეგახსენებთ, რომ https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა გრძელდება 9 მაისის 23:00-მდე. საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნები.
მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას, ჩვეულებისამებრ, 9 მაისს კონკურსის მსვლელობისას შეძლებენ.