დღეს, გამთენიისას, ლიეტუვიდან დაბრუნდა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები, რომელიც ვილნიუსში გამართულ ბალტიისპირეთის ქვეყნების ოლიმპიადაში (BOI’2024) მონაწილეობდა. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს და 4 მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვულოცავ მთლიან გუნდს და ვულოცავ ყველას ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ოლიმპიადა გველის ევროპის და მსოფლიო დონეზე და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი გამარჯვებით გავახარებთ ჩვენს ქვეყანას“, – წერს გიორგი მანდარია.