საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ანდრია ფოლადაშვილმა ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა.
ანდრიამ ოქროს მედალი მოიპოვა აბსოლუტურ კატეგორიაში 50 მ. თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში მისთვის სარეკორდო დროით 0:24.43(627 ქულა). ასევე პირადი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ანდრიამ იმავე სტილით 100-მეტრიან დისტანციაზე – 0:54.90. მან პირადი საუკეთესო შედეგი 1.6 წამით გააუმჯობესა და მოიპოვა 622 ქულა, რითაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების(2006-2008 წ.) რეიტინგში მე-4 ხოლო 2008 წელს დაბადებულ მოცურავეთა რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.