23 – 27 აპრილს, სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში, შვედური თეატრის “გილიოტინა” არტისტებმა – კატერინა სისფონტესმა, რიკარდ ბოგარტიმ და ტანა მანევარიმ მასტერკლასები ჩაატარეს.
მასტერკლასების თემა ავანგარდული ცეკვის თეატრი – “გილიოტინის” თეატრის ინოვაცია იყო.
მასტერკლასებს ახალგაზრდა მსახიობები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ, დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი კოპროდუქციების განხორციელება, რაც თეატრის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისთვის აუცილებელია.
27 აპრილს, ოთხდღიანი მასტერკლასების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.