გუშინ, საფრანგეთში, ლუვინიე დუ დეზერში (Louvigné-du-Déser) ჩატარდა სილამაზის კონკურსი, რომელშიც ფრანგების გარდა საქართველოდან, რუსთაველი მარი ლაშხიც მონაწილეობდა. „Miss Armmorique“-ის კონკურსზე მას მეორე ადგილი მიაკუთვნეს. როგორც მარის დედამ, ირინა დუდაშვილმა გვითხრა, შემდეგი ეტაპი „Miss Bretagne“-ზე გამოსვლაა, თუკი, რა თქმა უნდა, მისი ქალიშვილი მოისურვებს.
მარი დედასთან და მამასთან, სპარტაკ ლაშხთან ერთად უკვე 22 წელია, რაც საფრანგეთში ცხოვრობს. კონკურსს ესწრებოდა მარის ოჯახის ახლობელი, ჩვენი თანამემამულე, ნანა ხაჩიძე, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა.