დათა ჩხაიძე საერთაშორისო ტურნირის – პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალის ჩემპიონია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრი დათა ჩხაიძე (82 კგ), სოფიაში მიმდინარე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის – პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალის ჩემპიონია.

საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები და სამში საპრიზო სამეულში საქართველოს ნაკრების წევრებიც მოხვდნენ.

დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) ვერცხლის მედალი, ხოლო ომარ გაზაშვილმა (61 კგ) და ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.