პიანისტი გიორგი გიგაშვილი მეორე ქართველია ხატია ბუნიათიშვილის შემდეგ, ვინც “ECHO RISING STARS”-ის 5 გამარჯვებულს შორის მოხვდა.
იგი ნომინირებულია Konzerthaus Dortmund, Kölner Philharmonie, Philharmonie Luxembourg, and NOSPR Katowice-ს მიერ.
„2025/2026 წლის The European Concert Hall Organisation (ECHO)-ის მიერ დაარსებული პროგრამის ,,ECHO RISING STARS” 5 გამარჯვებულში ვარ
Giorgi Gigashvili – ნომინირებული Konzerthaus Dortmund, Kölner Philharmonie, Philharmonie Luxembourg, and NOSPR Katowice-ს მიერ, რაც ნიშნავს მრავალწლიან თანამშრომლობას ჩამოთვლილ და არამარტო ამ საკონცერტო დარბაზებთან, სოლო და ორკესტრთან ერთად კონცერტების გამართვას.
1995-1996 წლიდან ეს ჯილდო მოიპოვეს: Patricia Kopatchinskaja, Jörg Widmann, Janine Jansen, Igor Levit, Renaud Capuçon, Khatia Buniatishvili, Benjamin Appl, Kian Soltani, Quarteto Casals, Belcea Quartet, Modigliani Quartet.
ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი ვარ!!!!”, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.