ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება ჩეხური ფილმების ჩვენება „აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ჩეხეთის კინოარქივის თანამშრომლობით, 25-28 აპრილს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება ჩეხური ფილმების ჩვენება „აღმოაჩინე ჩეხური კინომემკვიდრეობა“

ფილმები, რომელსაც ქართველი მაყურებელი 4 დღის განმავლობაში იხილავს, გადაღებულია 1929-1977 წლებში.

კინოჩვენებების პარტნიორია ჩეხეთის ცენტრი თბილისში.

ჩვენების პროგრამა:

25 აპრილი

19:00 – „სიყვარულის ცოდვები“ (“Hríchy lásky”) (1929; 78 წთ.)

26 აპრილი

19:00 – „ექსტაზი“ (“Extáze”) (1932; 90 წთ.)

27 აპრილი

14:00 – ანიმაციების პროგრამა (53 წთ.)

16:00 – „ახალბედა ჯალათის საქმე“ (“Případ pro začínajícího kata”) (1969; 102 წთ.)

18:00 – „გვირილები“ (“Sedmokrásky”) (1966; 77 წთ.)

28 აპრილი

16:00 – „ადელს ჯერ არ უვახშმია“ (“Adéla ještě nevečeřela”) (1978; 103 წთ.)

18:00 – „კატა კასანდრა“ (Až přijde kocour) (1963; 100 წთ.)

დასწრება თავისუფალია.