საერთაშორისო ტურნირში „ONTARIO OPEN” წარმატებით გამოვიდა ქართველების მიერ კანადაში დაფუძნებული კლუბი “კარატე აკადემია”. აღნიშნულ შეჯიბრებაზე ტატამის მენეჯერი იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, ბატონი გოგიტა დარციმელია.
კლუბმა “კარატე აკადემია” 4 მედალი მოიპოვა. ჰენრი ვეკუამ და დანიელ ვეკუამ ოქროს მედლები დაიმსახურეს, ხოლო გიორგი კვიკვინია და ჯოზეფ კაზაკი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.