აპრილის ბოლოს პოლონელი მუსიკოსები კონცერტს გამართავენ.
პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში პოლონელი მუსიკოსები კონცერტების სერიის გარდა, კონსერვატორიაში მასტერკლასებსა და ლექციებს ჩაატარებენ.
ერთ-ერთი მათგანია მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო);
მარეკ შლეზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი პიანისტია. იგი კონცერტებს მართავს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Concertgebouw, Palais des Beaux-Arts, Wigmore Hall, St. Martin-in-the-Fields, Salle Cortot, Seoul Arts Center, NCPA (მუმბაი) და Palacio de Bellas Artes (მეხიკო). შლეზერს გამოცემული აქვს სოლო და კამერული მუსიკის არაერთი ალბომი Warner, DUX და EMI-ის ხმისჩამწერ სტუდიებთან თანამშრომლობით. ჩანაწერებმა პრესტიჟულ გამოცემებში კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურა.
მარეკ შლეზერი არაერთი მნიშვნელოვანი პრემიის მფლობელია, მათ შორისაა: ფრანგ მუსიკის კრიტიკოსთა ორი ჯილდო “La Clef de ResMusica”, Gramophone Editor’s Choice, 5 du Diapason, Selection ClicMag, Prix de la SACD, Global Music Awards გამორჩეული მიღწევებისთვის, Musicweb International-ის ჯილდო თვის საუკეთესო ალბომისთვის და ჟურნალ Hi-fi-ს ჯილდო წლის ალბომისთვის ( 2017). შლეზერი რამდენჯერმე იყო ნომინირებული პოლონურ Fryderyk Phonographic Awards-სა და the International Classical Music Awards-ზე.
2022 წელს მარეკ შლეზერი გახდა კრაკოვის კრშიშტოფ პენდერეცკის სახელობის მუსიკის აკადემიის ფორტეპიანოს განყოფილების ხელმძღვანელი. პოლონურ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის იგი დაჯილდოებულია “Gloria Artis”-ის მედლით პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ. შლეზერი Steinway & Sons-ის არტისტია.