CSB-ის სტუდენტი ქეთა გოგატიშვილი Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში Rennes School of Business-ში იმყოფება.
“საფრანგეთში ჩამოსვლა ჩემი ცხოვრების უდიდესი მოვლენა გახდა. პირველივე დღესვე ვიგრძენი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდიოდი. ახალი ქალაქი, ახალი უნივერსიტეტი და ახალი მეგობრები. რენი ულამაზესი პატარა ქალაქია, რომელიც სავსეა ახალგაზრდა საერთაშორისო სტუდენტებით, რაც აქ ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის
რენის ბიზნესის სკოლაში ჩემი მიმართულება მარკეტინგია. იქიდან გამომდინარე, რომ წლებია ეს სფერო მიტაცებს, აქ სწავლა და ცოდნის პროფესიონალებისგან მიღება დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩემთვის. ჩემს თავს მომავალში სოციალური მედიის მიმართულებით ვხედავ, ამიტომაც აქ ყველაზე საინტერესო საგანი ჩემთვის ციფრული მარკეტინგია. ვაფასებ პრაქტიკულ მიდგომის სწავლების მეთოდს, რომელსაც პროფესორი იყენებს. ჩემი აზრით, ეს გზა ყველაზე ეფექტურია საგნის მარტივად ასათვისებლად“, – განაცხადა ქეთა გოგატიშვილმა.
CU RSB-სთან ერთად უკვე 3 წელია რეგიონში პირველ 3 წლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს ბიზნესის მიმართულებით.
პროგრამა გასცემს 2 დიპლომს და 2 წელი საქართველოში, 1 წელი კი სრულად საფრანგეთში სწავლას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ RSB-ის მოპოვებული აქვს სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია, როგორიცაა: AACSB, EQUIS, AMBA