28 აპრილს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქალთა ვოკალური ანსამბლის “ივერიელის“ პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულო ავრცელებს.
„გთხოვთ, 2024 წლის 28 აპრილს, 16:00 საათზე, გვეწვიოთ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, სადაც გაიმართება ქალთა ვოკალური ანსამბლის “ივერიელის” პრეზენტაცია, მეგი ბოსტოღანაშვილის ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.