13 აპრილს პარიზის წიგნის ფესტივალზე, Grand Palais Éphémère-ში დაგეგმილია ღონისძიება, სახელწოდებით „ერთად ლიტერატურისთვის“.
ღონისძიებაზე მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა“, „ბაკმი“, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ავტორები, უცხოური გამომცემლობები, მთარგმნელები, ლიტერატურული აგენტები, მასმედიის წარმომადგენლები.