ტაილანდში, ძალოსნობაში მსოფლიოს თასზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ზაზა ლომთაძემ (109 კგ) მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ზაზა ლომთაძემ ატაცში 170 კგ დაძლია, აკვრაში კი – 209 კგ დააფიქსირა. ორჭიდის ჯამში მან 379 კგ მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი უზბეკ აკბარ ჯურაევს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანელ დადაშ დადაშბაილს.