ეროვნული თავდაცვის აკადემიის 4 იუნკერი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის 4 იუნკერი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სენ-სირ კოეტკიდანის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა მიიღეს ლექციებსა და ერთობლივ წვრთნებში, გაეცნენ ფრანგული სწავლების მეთოდებსა და ფრანგულ არმიაში არსებულ შეიარაღებასა და აღჭურვილობას. ისინი ასევე ეწვივნენ პარიზს, მონ-სენ-მიშელსა და 1944 წლის ნორმანდიის დესანტის ადგილს.

იუნკერთა ვიზიტმა კიდევ უფრო განამტკიცა ახალგაზრდა ფრანგ და ქართველ სამხედროთა შორის არსებული მეგობრული კავშირები. თებერვალში ფრანგი იუნკერები სტუმრობდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიას.