6-7 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გაიმართა ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატა Croatia open, სადაც სხვადასხვა კონტინენტის 500 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩვენი გუნდის ყველაზე უმცროსმა ნიჩბოსნებმა, გიორგი კაპანაძემ და ნიკოლოზ იორდანიშვილმა ორადგილიან (2X) ნავში კადეტთა შორის დამაჯერებლად გაიმარჯვეს და ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანეს.
მწვრთნელი: გენადი პატარაია, პირადი მწვრთნელი: დიმიტრი ლოლუა.