ERASMUS + ის პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი ფლეიტისტი ჟულიენ ბოდიმანი ესტურა.
ჟულიენ ბოდიმანი თანამედროვე საშემსრულებლო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ფრანგ ფლეიტისტად ითვლება. იგი ლიონის ეროვნული ოპერის ორკესტრის მთავარი ფლეიტა და ლიონის ეროვნული უმაღლესი კონსერვატორიის პროფესორი არის. ლოს-ანჯელესის ფილარმონიულ ორკესტრში, რომელსაც გუსტავო დუდამელი ხელმძღვანელობდა, მთავარი ფლეიტის პოზიციას იკავებდა, ასევე წამყვანი ფლეიტის პოზიცია ეკავა უელსის BBC-ის ეროვნულ ორკესტრში.
ლონდონის გილდჰოლის მუსიკისა და დრამის სკოლაში სწავლის შემდეგ პოლ ედმუნდ-დევისთან, მან სწავლა განაგრძო პარიზის კონსერვატორიაში, სადაც სოფი შერიე ხელმძღვანელობით სწავლის პერიოდში მრავალი კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ჟულიენ ბოდიმანი მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში გამოდის როგორც სოლო პროგრამებით, ასევე უკრავს ბერლინის ფილარმონიულ, სიმონ ბოლივარის ვენესუელის ორკესტრის, ესტონეთის, ლონდონის სიმფონიური და ლონდონის ფილარმონიულ ორკესტრის, შოტლანდიის კამერული ორკესტრის შემადგენლობაში. ასევე უკრავს the Academy of St. Martin in the Fields-ის კამერულ ორკესტრში, ჰალეს ორკესტრში, პეკინის ოპერის, პარიზის სიმფონიურ, პარიზის ეროვნული ოპერის, ჰამბურგის NDR ორკესტრებში.
თანამშრომლობს შემდეგ დირიჟორებთან – სერ სიმონ რატლის, სერ ანტონიო პაპანო, გუსტავო დუდამელი, ესა პეკა სალონენი, სერ კოლინ დევისი, პავო იარვი, კრისტოფ ეშენბახი, მაიკლ ტილსონ თომასი, ვლადიმერ იუროვსკი, კირილ პეტრენკო, რობინ ტიჩიატი, ჩარლზ დუტუა, სემიონ ბიჩკოვი, კრისტიან ზაქარიასი, ჯეიმს კონლონი, სერ როჯერ ნორინგტონი, უილიამ ქრისტი ივან ფიშერი და სხვა.
ასევე ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ჯოშუა ბელი, მიურეი პერაჰია და იცაკ პერლმანი, სახელგანთქმულ კომპოზიტორთან და დირიჟორთან ჯონ უილიამსთან.