სერბეთი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა.
ფინალურ ბრძოლაში ბექა შაინიძემ იტალიელი მატეო ტალამონტი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა. 18-წლამდელებში კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლი ნიკოლოზ პაპაშვილმა და გიორგი პირველმა, ბრინჯაო კი გიორგი დიდებულიძემ, დავით ნინიშვილმა, იოანე დიქოშვილმა, ოთარ ბერიძემ და დავით მგალობლიშვილმა მოუტანეს.