ბაქოში მიმდინარე ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა(97 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე ლუკას ალეხანდროს ლაზოგიანისი დაამარცხა.