27 აპრილს, ბრუკლინში, “თვისტომის” ოფისში, ემიგრანტებისთვის სამედიცინო კვლევები ჩატარდება.
„დღეს საკმაოდ მომატებულია ქალებში მკერდის, საკვერცხეების, ენდომეტრიუმის, ხოლო მამაკაცებში სწორი ნაწლავის, პანკრეასის, კუჭისა და პროსტატის ჯირკვლის სიმსივნეები. ამიტომ, “თვისტომში” დავიწყეთ სიმსივნურ მარკერებზე ლაბორატორიული ანალიზი.
ყველას გვესმის რომ სიმსივნე ვერაგი დაავადებაა, რადგან რთულად მოსარჩენია და საკმაოდ გვიან სტადიებზე ვლინდება მაგრამ სწორედ მისი დროული დიაგნოსტიკა არის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა. სწორედ ამიტომაა სიმსივნის პრევენციული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი.
20 წელია “თვისტომის” სამედიცინო ჯგუფი ემიგრანტებისათვის ატარებს სპეციალურ პროგრამას – “სკრინინგს” სადაც შედის დაბალფასიანი კომპლექსური გამოკვლევების პაკეტები. “სკრინინგში” შედის :
უფასო მკერდის მამოგრაფია და ულტრაბგერით დათვალიერება. ასევე მთლიანი ორგანიზმის ულტრაბგერით დათვალიერება. ასევე სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები. ახლახან დაემატა სიმსივნურ მარკერების პანელი. ეს გამოკვლევები ყველასათვის ხელმისაწვდომია. გვაქვს ასევე C და B ჰეპატიტისა და შიდსის უფასო პროგრამები.
“თვისტომის”გამოკვლევები -“სკრინინგი” ძალიან მოსახერხებელია, რადგან ყველა გამოკვლევა ტარდება ერთ დღეს, ერთ ოფისში ერთი საათის განმავლობაში.
ნუ გადადებთ, გაიკეთეთ დროული გამოკვლევები. დაიზღვიეთ თავი. არაერთი ქართველი ემიგრანტი ჰყავს გადარჩენილი თვისტომს, მის სამედიცინო ჯგუფს, მთლიანად გუნდს. მთავარია დროულად გამოვლენა. ამ შემთხვევაში სიმსივნე განაჩენი არ არის. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას“, – ნათქვამია თვისტომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადა ლელა ნინუამ