კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის 27-კაციანი დელეგაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე  ის იმპორტიორები შედიოდნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული ღვინით.

სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოში ენოთეკა და მუზეუმი დაათვალიერეს; გაიმართა სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაცია; ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ წარადგინა.

კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.