ლევილის ქართველთა მამულში ლევილელი ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიება გაიმართა

ლევილის ქართველთა მამულში ადგილობრივი მერიის ორგანიზებით კათოლიკური აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად  „კვერცხების მონადირების“ ტრადიციული სააღდგომო საბავშვო თამაში გაიმართა.

ლევილის მამულის კარი ღია იყო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველისთვის.

„კვერცხების მონადირების“ ტრადიციულ სააღდგომო საბავშვო თამაშში, რომელიც ლევილის მამულის პარკში გაიმართა, 100-ამდე ბავშვი მონაწილეობდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლევილის მერი ერიკ ბრევი, მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები.

ლევილის ქართველთა მამულიდან ულოცავენ აღდგომას ლევილელებს, ლევილის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებელთ და ყველას, ვინც ახლა ზეიმობს აღდგომის დღესასწაულს.

ლევილი