ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს

აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ „საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს.

ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით და წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ.

„საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრებაში“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.