28 მარტს, იტალიის ქალაქი ემპოლიში, იტალიაში დაარსებული ქართული კულტურული ასოციაციის „ლილეს“ და „წიგნიერების გამავრცელებლი საზოგადოების“ ინიციატივითა და წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ხელშეწყობით, ემპოლის რენატო ფუჩინის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში – Biblioteca comunale “Renato Fucini” di Empoli ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.
„დიდი მადლობა მასპინძლებს, Associazione Georgiana a Empoli – ის, უამრავ ქართველს ვინც მოვიდა და ვინც ჩვენს ამ გზას გულშემატკივრობს. გუშინ ემპოლელ ემიგრანტებს ვუთხარი: ,,როდესაც თქვენ ლაპარაკობთ ქართულად, თქვენ ხართ საქართველოში. როდესაც თქვენ კითხულობთ ქართულად, თქვენ საქართველოში ხართ. სწორედ ამ განცდის საყრდენად ჩამოგიტანეთ ეს წიგნები”
ენა მართლა ამ ძალის მგონია. ამ ძალის მგონია წიგნიც. წინ დიდი და მნიშვნელოვანი გზებია“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
#ქართულიკვირა