საქართველოს ელჩმა ტოკიოს ცნობილ საღონისძიებო სივრცეში ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომლებსაც პრეზენტაციის შემდეგ ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ყოფილი სუმოისტი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც აქტიურად არის ჩართული იაპონიაში ქართული ღვინის გავრცელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.