11 მაისს, 17:00-ზე, ნიუ-იორკში, მილენიუმის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ წულუკიძე წარდგება სპექტაკლით “ქართული თეატრის ამბავი ანუ… ამბავი და ისტორიები რომლებიც google -ში არ იძებნება“. სპექტაკლის დასრულებიდან 15 წუთიანი შესვენების შემდეგ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის და ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მომღერლების – თეატრალურის კვარტეტის, გელა დონაძის და ანუკი ცქვიტინიძის, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის მონაწილეობით, რომლებიც ცნობილ და ახალ ქართულ ქალაქურ სიმღერებს შეასრულებენ.
პროექტის მხარდამჭერები არიან: VIP BEAUTY LINE, GEORGIAN DISPORA და გადაცემა “მე დავბრუნდები” – ჰოლდინგი “მედია თვისტომი”