უკრაინის ქალაქ ჩერნივციში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი “Bukovyna grand prix 2024”, რომელშიც 5 ქვეყნის 480 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩვენი ნაკრების სპორტსმენებმა შეუდარებლად იასპარეზეს და გუნდურ ჩათვლაში 35 გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავეს. ჩვენი ნაკრების ბიჭების ანგარიშზეა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.
არქანია ალექსანდრე 8-9 წელი -30კგ 🥇
დონაძე ანზორი 18-20 წ -67 კგ 🥇
დონაძე ანზორი 18+ -67კგ 🥇
ფონიავა ვალიკო 18-20წ -75კგ 🥇
ფონიავა ვალიკო 18+ -75კგ 🥇
ვასაძე ლუკა 18+ -84კგ 🥇
გელაშვილი მერაბი 18-20 წ +84კგ 🥇
გელაშვილი მერაბი 18+ +84კგ 🥈
დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნაკრების მწვრთნელი გოგიტა არქანია.
შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო თათი მელუა, რომელიც არის საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოდან სამსაჯო დელეგაციაში იმყოფებოდა თამუნა თურმანიძე.